მაკა ბოჭორიშვილი - არცერთ საგრანტო პროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ იყო, უარი არ თქმულა - 165 საგრანტო განაცხადიდან დადებითი რეკომენდაციის მაჩვენებელი არის 95%-ზე მეტი

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთ საგრანტო პროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ იყო, უარი არ თქმულა - 2025 წლის 16 აპრილიდან, 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი განაცხადებიდან გადაწყვეტილება მიღებულია 165 საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით და დადებითი რეკომენდაციის მაჩვენებელი არის 95%-ზე მეტი - ამ სტატისტიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

ბოჭორიშვილმა განაცხადა ისიც, რომ პარლამენტის მიერ 2024–2025 წლებში მიღებულ კანონები პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციასა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ისახავს მიზნად და ამ კანონების გამო არცერთი პროექტი არ შეჩერებულა და გაუქმებულა.

“ვფიქრობ, დღეს აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრაქციამ “საქართველოსთვის“ მიიწვია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია