მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის რეზოლუციები და განცხადებები მიმართულია მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენს თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე

ევროკავშირის რეზოლუციები და განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენს თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - ამ ვითარებაში საპასუხო განცხადებები ანტიევროპულ ან ანტიდასავლურ რიტორიკად არ უნდა მოინათლოს! ვერ ნახავთ ვერცერთ ოფიციალურ განცხადებას, რომელსაც შეიძლება ამგვარი კვალიფიკაცია მიეცეს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ნებისმიერი პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის და წნეხის შესაქმნელად.

“რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების და მათ შორის მიზანმიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების და ჩარევის გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებისკენ.

ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტები, განცხადებები, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების - ძირითადად ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, ხანდახან - ელჩებიც”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრაქციამ “საქართველოსთვის“ მიიწვია.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით