„მოპედი შენობა არ არის, რომ დაანგრიოთ!“ - ამ ლოზუნგით ბათუმში 300-მდე თვითდასაქმებულმა პირმა აქცია გამართა

„მოპედი შენობა არ არის, რომ დაანგრიოთ!“ - ამ ლოზუნგით ბათუმში 300-მდე თვითდასაქმებულმა პირმა აქცია გამართა.

აქციის ორგანიზატორები საქართველოს ცენტრალურ და აჭარის რეგიონულ ხელისუფლებას საგანგებო წერილით მიმართავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს მოპედების მეპატრონეთა დევნა, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს კონკრეტული ლოკაციები და დააწესოს სამართლიანი რეგულაციები საქმიანობის გასაგრძელებლად.

„ხელისუფლების ქმედებები ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოსა და ლოგიკას სცილდება. ბულვარის „გასუფთავების“ მოტივით ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვება ღამის საათებში, ძალისმიერი მეთოდებით, დაუშვებელია.

ელექტრომოპედი არ არის შენობა-ნაგებობა ან უკანონო ბეტონის კონსტრუქცია, რომლის დასანგრევადაც მძიმე ტექნიკაა საჭირო. ეს არის მოძრავი ქონება და ჩვენი ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ქაოსს - ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიულ შეთავაზებას და მუშაობის უფლებას ცივილიზებულ პირობებში. ნუ სწირავთ ადამიანებს ესთეტიკის სახელით.

შეწყდეს რეპრესიული მეთოდები: დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოპედების მეპატრონეთა დევნა და ქონების იძულებითი ჩამორთმევა/დაზიანება.

ნაცვლად ბრმა აკრძალვისა, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს კონკრეტული ლოკაციები და დააწესოს სამართლიანი რეგულაციები საქმიანობის გასაგრძელებლად.

300-მდე თვითდასაქმებული მოითხოვს პირდაპირ შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული სოციალური კატასტროფა. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება არ დაინახავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ლუკმაპურს ართმევს. დუმილი დღეს დანაშაულია!“ - აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში