არჩილ გორდულაძე - ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება - განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს

ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება - ისინი განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლა და შემდეგ „ცალ ფეხზე დგომით პატრონების დავალებების შესრულებაა“.

„ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, იმიტომ რომ განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს. მიზნად მხოლოდ დასახული აქვთ, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ „ცალ ფეხზე დგომით" შეასრულონ პატრონების დავალებები. სწორედ ამიტომ, ყოველთვის დამარცხდებიან ისევე სახელოვნად, როგორც ეს აქამდე მოხდა სხვადასხვა დონის არჩევნებში - იქნება ეს მუნიციპალური, თუ საპარლამენტო. თავიანთი პატრონების დავალების შესრულების შესაბამისად, ეს გადალაგებები, გადმოლაგებები, შერწყმები და გარწყმები, რა თქმა უნდა, შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ის, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის შეფასებები უინტერესოა.

„რიგითი „ნაცაგენტის“, ზურაბიშვილის განცხადებების შეფასება უბრალოდ აზრს მოკლებულია. იგი არის გადაფურცლული ისტორია. მცდელობა იყო, რომ გარე ძალების მხრიდან, ამ ქვეყნის არევისთვის, ის გამოყენებული ყოფილიყო, რაზეც საქართველოს მოსახლეობამ შესაბამისი ადეკვატური პასუხი გასცა. ახლა მისი განცხადებები უბრალოდ უინტერესოა“, - განაცხადა გორდულაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია