გიორგი ტუმასიანი - პეტერ მადიარმა ძალიან პოზიტიურად და აქტიურად დაიწყო - მისი განცხადებები ადასტურებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში ოპოზიცია აღმოჩნდება, სახელმწიფოებრივად აზროვნებს

[პეტერ მადიარმა] ძალიან პოზიტიურად და აქტიურად დაიწყო - მკვეთრად ჩანს, რომ მისი პოლიტიკა არსებითად განსხვავებულია ორბანის პოლიტიკისგან - ორბანი ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებდა და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს მკვეთრად ამცირებდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუმასიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მადიარის განცხადებები ადასტურებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში ოპოზიცია აღმოჩნდება, სახელმწიფოებრივად აზროვნებს.

„[პეტერ მადიარმა] ძალიან პოზიტიურად და აქტიურად დაიწყო - მკვეთრად ჩანს, რომ პოლიტიკა არსებითად განსხვავებულია ორბანის პოლიტიკისგან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შიდა კორუფციის საკითხები ისევე როგორც საგარეო პოლიტიკის ვექტორის გასწორება, ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობა, მათ შორის რეგიონულ მოკავშირეებთან, ვიშეგრადის ოთხეულის ფარგლებში. განცხადებებიც ვნახეთ, რომ თანხების განბლოკვის მიმართულებითაც ნაბიჯებს გადადგამენ. ეს იმ რეალობას გააუმჯობესებს, რომ ევროკავშირი როგორც უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება გახდეს ქმედითი, რადგან სწორედ ორბანი ასრულებდა ტროას ცხენის ფუნქციას და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს მკვეთრად ამცირებდა. გააერთიანებს ევროკავშირი პოზიციებს, რაც ბუნებრივად დადებითად აისახება, მათ შორის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე. უფრო ერთიანი და მკაფიო პოზიცია ექნება. ვიცით, რომ განიბლოკება უკრაინასთან დაკავშირებული თანხები, რაც პოზიტიური იქნება უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც. თუმცა მადიარის განცხადებაში სიფრთხილეს ჩანს - თქვა, რომ უკრაინის მიმართულებით თვითონ არანაირ კონფლიქტში ჩართულობას არ აპირებს, რაც ორბანის ცრუ ლოგიკა იყო - პარალელი რომ გავავლოთ, „ქართული ოცნების“ ცრუ ლოგიკაც ასეთია, რომ თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია იქნება, მაშინ ომის ლოგიკა განვითარდება.

მადიარის განცხადებები ადასტურებს, რომ როდესაც ხელისუფლებაში ოპოზიცია აღმოჩნდება, სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ასევე, განცხადებები გააკეთა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება უნდა და არა გაფუჭდება. ეს ბუნებრივია და ვფიქრობ, ეს გარემოა საქართველოში. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ეცდება, ყველაფერი გააკეთოს, რომ დამატებით ესკალაციას ან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭებას [ქვეყანა] აარიდოს“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

ამასთან, ტუმასიანმა ისაუბრა ევროკავშირისა და უნგრეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ის, რომ მადიარი პროევროპელია და არ არის ანტიევროკავშირის პოლიტიკური ფიგურა, საკმარისია იმის საფიქრალად, რომ უმრავლეს საკითხს მოაგვარებს.

„[ევროკავშირის] საკვანძო მოთხოვნები რაც არის, ვფიქრობ, სრულად მისაღებია ახალი ხელისუფლებისთვის. გარკვეულ პუნქტებზე ალბათ მოლაპარაკების წარმოება და კონსტრუქციული შეთანხმება შეიძლება. პარალელი რომ გავავლოთ იმ 9 პუნქტზე, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, იქ იდეა და ლოგიკა იყო მთავარი და არა ტექნიკა, რომელი პუნქტი როგორ შესრულდებოდა. მთავარია საით მიესწრაფოდა ლოგიკა. ის, რომ მადიარი პროევროპელია და არ არის ანტიევროკავშირის პოლიტიკური ფიგურა, ჩემთვის საკმარისია, რომ ვიფიქრო, უმრავლეს საკითხებს მოაგვარებს. ცხადია, ევროკავშირი კონსტრუქციულად მოიქცევა და არ დაიწყებს მიზეზების პოვნას, რომ უნგრეთთან ურთიერთობები დაძაბოს“, - აღნიშნა ტუმასიანმა.

ამასთან, წამყვანის კითხვაზე, რომელიც პეტერ მადიარის უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე დაკავშირებულ განცხადებას შეეხებოდა, ტუმასიანმა აღნიშნა, რომ არამხოლოდ უნგრეთი, არამედ ძალიან ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას, რაც სოფლის მეურნეობის სფეროსთან არის დაკავშირებული.

„არამხოლოდ უნგრეთი, არამედ ძალიან ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ სფეროს, რომელიც მაგალითად, საქართველოსთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. ეს არის სოფლის მეურნეობა, სადაც უკრაინის გაწევრიანებას ექნება უზარმაზარი ცვლილებები შიდა ბაზარზე, გამოიწვევს კონკურენტუნარიანობას. პოლონეთიც ეწინააღმდეგება უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას, რომელიც მთავარი მოკავშირეა, მაგრამ ეწინააღმდეგება, რადგან ვერ მოასწრებენ თავიანთი სოფლის მეურნეობის ადაპტაციას იმისთვის, რომ ევროკავშირში უკრაინიდან ამ პროდუქციის უზარმაზარი ნაკადი შემოვა და ამ სექტორის უცებ დაზიანებას მოახდენს. ამიტომ, სწორედ აქ ფრთხილობენ. მეორე მხრივ, ზოგიერთ ქვეყანაში ცხელ კონფლიქტში მყოფი ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერა შეიძლება ამ ომში ჩართვის პროცესად შეიძლება აღიქმებოდეს. სწორედ ამიტომ ფრთხილობენ“, - განმარტა ტუმასიანმა.

გარდა ამისა, გიორგი ტუმასიანმა ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე და მის განცხადებებზე რა დროსაც აღნიშნა, რომ „ერთია ტრამპი რას ამბობს, მეორეა რას აკეთებს - ხშირად კატეგორიულად განსხვავებულია“.

„მე როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ვკვირდები იმას, რასაც აკეთებს, რადგან თუ დააკვირდები იმას, რასაც ამბობს, მისი განცხადებების სტილი და პათოსი შოუს ელემენტების მქონეა. დღეში რამდენიმე განცხადებას აკეთებს, რომელიც ლოგიკურად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავარია რას აკეთებს აშშ“, - განაცხადა ტუმასიანმა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს