17 აპრილს, „ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო გამოფენა Caucasus Build გაიხსნება

სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება Caucasus Build 17 აპრილს გაიხსნება. გამოფენა 3-დღიანია (17-19 აპრილი) და დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება 11:00–18:00 საათამდე.

ვისთვის იქნება საინტერესო გამოფენა?

  • სამშენებლო/დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის
  • მათთვის, ვინც გეგმავს მშენებლობის ან რემონტის დაწყებას

რა დაგხვდებათ გამოფენაზე:

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე კომპანია — როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მწარმოებლები და დისტრიბუტორები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, პოლონეთი, ჩინეთი, იტალია, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, საბერძნეთი და საქართველო.

დამთვალიერებლებს დახვდებათ მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტი, მათ შორის:

  • სამშენებლო და სარემონტო მასალები
  • სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები
  • ელექტრო და საინჟინრო სისტემები
  • აუზების მოწყობის ტექნოლოგიები
  • სხვა უამრავი ინოვაციური პროდუქტი

პარალელური ღონისძიება:

17 აპრილს, 11:30 ზე გამოფენის ფარგლებში ICCA-სთან პარტნიორობით გაიმართება პანელური დისკუსია:

„როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში –შესყიდვები და გადაწყვეტილებები“

მომხსენებლები: – ინსი - ზვიად თოიძე, გენერალური დირექტორი

– ანაგი - ირაკლი გოგოლიშვილი, გენერალური დირექტორი

– ბლექ სი გრუპი - ამირან მამუჭაძე, დირექტორი

  • სითიზენი- გოგა მაჭავარიანი, დირექტორი
  • არსი- ბესო ორთოიძე

მოდერატორი: ირაკლი გიორგობიანი (ICCA)

მხარდამჭერი: თიბისი ბანკი

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია! გელით 17-19 აპრილს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში!

გამოფენის ორგანიზატორია ექსპოჯორჯია

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში