„ტვ პირველი“ - ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ტყუილს ავრცელებს

„ტვ პირველის“ განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ტყუილს ავრცელებს.

როგორც „ტვ პირველის“ განცხადებაშია აღნიშნული, მიმართავენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.

„ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას „ტვ პირველის“ შესახებ. დღეს, 16 აპრილს, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გადმოცემული ინფორმაცია, რომ თითქოს „ტვ პირველს“, „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაავალა ვინმე ბლაჟვიჩმა არის ტყუილი, დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული მასალის მომზადების პროცესში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, არ დაუკავშირდა ტელეკომპანია „პირველს“ საპასუხო კომენტარის მისაღებად, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

ტელეკომპანია „პირველი“ მოითხოვს:

დაუყოვნებლივ შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება;

მკაფიოდ და სრულად გაშუქდეს ჩვენი არხის ოფიციალური პოზიცია „ტელეიმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც გადაიცა ყალბი ინფორმაცია.

მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას“, - ნათქვამია „ტვ პირველის“ განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს