ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა - საქართველოში ახალი თაობის ტალანტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას აერთიანებს და ქმნის ერთიან პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

ჰაბის ფარგლებში, ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო დონის ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. მათ შორისაა 2026 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - EJOI, რომელიც 24–30 ივლისს ლიტვაში, კაუნასში გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

EJOI-ი საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გამოცდილების მიღების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების ადრეულ აღმოჩენას, მათი მოტივაციის გაზრდასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

EJOI-ის ოლიმპიადის შესარჩევ ტურებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდეა შესაძლებელი. ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგების საფუძველზე, 4 ძირითადი წევრისა და 2 რეზერვისტისგან შემდგარი ნაკრები ყალიბდება, რომელიც საქართველოს სახელით EJOI-ზე ლიტვაში იასპარეზებს.

საქართველო EJOI-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქვეყნის გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს. ოლიმპიადის ფორმატი ორი ტურისგან შედგება და თითოეულში სამი ამოცანის ამოხსნას ითვალისწინებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ასაკის შესაბამისი სირთულის ამოცანებზე იმუშაონ.

„ოლიმპიადაზე შედეგების მისაღწევად, საჭიროა იპოვო შენი სუსტი წერტილები და იმუშავო მათ აღმოფხვრაზე, ისწავლო თეორია და შემდგომ ამ თეორიის პრაქტიკულ კოდში გადათარგმნა“ - მათე რეხვიაშვილი, 2025 წლის ნაკრების წევრი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.

EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ - იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში