კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

„მემორანდუმის მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა და კონკურენციის სამართლის, ანტიდემპინგის მიმართულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში პროფესიული სტანდარტების განვითარება, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკურენციის სამართლის კომიტეტის ჩართულობით.

მემორანდუმი გულისხმობს კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, სამართლებრივი პრაქტიკის გაუმჯობესებას, აღნიშნული მიმართულებებით ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას.

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში, დაორგანიზდება ერთობლივი ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები, შემუშავდება პრაქტიკული სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები და კვლევები, გაანალიზდება კონკურენციის სამართლის პრაქტიკა და გაზიარდება საუკეთესო პრაქტიკა, განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, ასევე, ხელი შეეწყობა პროფესიულ დიალოგს კერძო და საჯარო სექტორებს შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში