მედია - სომხეთში საარჩევნო მოსყიდვის ბრალდებით მილიარდერ სამველ კარაპეტიანის პრორუსული პარტიის 14 წევრი დააკავეს

სომხეთში საარჩევნო მოსყიდვის ბრალდებით პრორუსული პარტიის 14 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოძიებას უძღვება.

“ძლიერი სომხეთის” პარტიას მილიარდერი სამველ კარაპეტიანი მართავს, რომელიც რუსეთის, სომხეთისა და კვიპროსის მოქალაქეა. ის 2025 წლის ივნისში დააკავეს და მას მთავრობის ძალადობრივად შეცვლისკენ მოწოდებები, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება ედება ბრალად. იმის მიუხედავად, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი მას თანამდებობის დაკავების უფლებას არ აძლევს, მისმა პარტიამ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულთაგან როგორც მინიმუმ ორს ფორმალურად წარედგინა ბრალი ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, რაც სავარაუდოდ პოლიტიკური ძალების მიერ არჩევნების წინ საქველმოქმედო საქმიანობის აკრძალვის დარღვევას უკავშირდება. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც უკანონო ჩრდილოვანი დასაქმება და არა როგორც საარჩევნო მოსყიდვა. მან აღიარა, რომ დაკავებულები ოფიციალურად არ იყვნენ რეგისტრირებული საარჩევნო შტაბ-ბინაში და ანაზღაურებას არარეგისტრირებულად იღებდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში