#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში

აპრილი კითხვის მოყვარულთათვის განსაკუთრებული თვეა. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბიბლუსმა“ დაამკვიდრა ტრადიცია, რომ იყოს წიგნის ჩუქების არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ მთელი თვე. ამ კამპანიაში უკვე წლებია, უამრავი ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანია ჩართული.

წელს კამპანია „აჩუქე წიგნი“ კიდევ უფრო პერსონალური და საინტერესო გახდა. „ბიბლუსს“ მკითხველისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვს მომზადებული, რომელიც სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეულ წიგნში სრულიად მოულოდნელად პოულობთ ხელნაწერ ბარათს ადამიანისგან, რომელსაც პატივს სცემთ. „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში შეიძლება დაგხვდეთ პერსონალიზებული წერილი, რომელსაც მწერლები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ საზოგადოების სხვა გამორჩეული სახეები საკუთარი ხელით წერენ. კამპანიის მთავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ არავინ იცის რომელ ფილიალში და რომელ წიგნში დახვდებათ დამალული წერილი.

კამპანიის მონაწილეები თავად ირჩევენ, თუ რომელ ნაწარმოებში ჩადონ წერილი. მასში უკვე არიან ჩართული შოთა არველაძე, მაკა ჩიჩუა, მარიამ როინიშვილი, ქეთათო, ეკა ხოფერია, ეკა მამალაძე, ბიძინა ბარათაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. წერილებიანი წიგნები ქსელში განაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ბიბლუსი“ მოუწოდებს ყველას, რომ ამ შესანიშნავი ჯაჭვის ნაწილი გახდნენ, შეარჩიონ წიგნი და პერსონალური წერილით აჩუქონ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს, მეგობარს თუ სულაც სრულიად უცნობს. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გვახსენებს წიგნის ძალას და იმ ემოციურ კავშირს, რომელიც კითხვისას იბადება. სწორედ ამიტომ აირჩიეთ წიგნი, გააზიარეთ თქვენი სათქმელი წერილში და აჩუქეთ ის მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

თქვენ თუ შეარჩიეთ წიგნი, რომელსაც ამ კამპანიის ფარგლებში ვინმეს აჩუქებდით?

#აჩუქეწიგნი

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია