ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი დაგვცინის, წარმოუდგენელია ლამაზ სასკოლო ფორმებზე საუბრობდე, როცა ყოველი მეორე და მესამე ბავშვი შიმშილობს, ასობით სკოლა დანგრეულია - „ლელომ“ სკოლებში უფასო კვების ინიციატივა დააყენა, თუმცა მიიღო „არა“

როდესაც სიღარიბემ, სასწავლო პროცესის დროს და სკოლებში შიმშილმა შეჭამა საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვცინის და გამოდის ინიციატივით, რომ სასკოლო ფორმები შემოიღოს. მაშინ როცა ყოველი მეორე და მესამე ბავშვი შიმშილობს, მაშინ როდესაც ასობით სკოლა დანგრეულია და მათ რეაბილიტაცია კორუფციული სქემების ფონზე პრობლემურად მიმდინარეობს ან საერთოდ არ მიმდინარეობს, წარმოუდგენელია საუბრობდე სხვა ტიპის პრიორიტეტზე, ამ შემთხვევაში ლამაზ ფორმებზე მშიერი ბავშვებისთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სასკოლო ფორმების შემოღების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ლელომ“ სკოლებში უფასო კვების ინიციატივა 64-დან 63 მუნიციპალიტეტში დააყენა და „ქართლი ოცნებისგან“ პასუხად მიიღო - „არა“, მიზეზად კი არასაკმარისი ბიუჯეტი.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, როდესაც საგანმანათლებლო სფერო, განსაკუთრებულად სასკოლო სფერო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ შემოიტანოს დამცინავი, სარკასტული, ყალბი რეფორმის შემოთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის. იმისთვის, რომ გავიაზროთ რა ხდება დღეს სასკოლო განათლებაში, მარტივია ჩავხედოთ სტატისტიკას- „იუნისეფის“ და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. ფულის არქონის გამო, 45,3 პროცენტს არ აქვს მისთვის სასურველი მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალაც კი, რაშიც იგულისხმება ლეპტოპი, წიგნები, სახატავი მასალა ან სამუსიკო ინსტრუმენტი. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა - PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკაში მე-60 ადგილზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის პირობებში სასკოლო განათლების კრახზე. 2020- 2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და წავიდა ემიგრაციაში მშობლებთან და ოჯახთან ერთად. საქართველოში 2080 სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 1400-მდე სკოლაში კვების ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. საქართველოს მთავრობის ანგარიშით, 2023-ში ერთი მილიარდი ლარის ღირებულების რვაასამდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს და აქედან 50%-ზე მეტი არის პრობლემური. დაანგრიეს წლების განმავლობაში სკოლები და მათი რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არის დაუსრულებელი, რის გამოც მშობლებს უწევთ მეორე და მესამე ცვლაში მოსწავლეების ტარება, რა დროსაც ძირითად პრობლემას წარმოადგენს მათი გადაადგილება, უსაფრთხოება და სწავლის ხარისხი. ამ ვითარებაში, როდესაც სიღარიბემ, შიმშილმა სასწავლო პროცესის დროს და სკოლებში, შეჭამა საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვცინის და გამოდის ინიციატივით, რომ სასკოლო ფორმები შემოიღოს, მაშინ როცა ყოველი მეორე და მესამე ბავშვი შიმშილობს, მაშინ, როდესაც ასობით სკოლა დანგრეულია და მათ რეაბილიტაცია კორუფციული სქემების ფონზე პრობლემურად მიმდინარეობს ან საერთოდ არ მიმდინარეობს წარმოუდგენელია საუბრობდე სხვა ტიპის პრიორიტეტზე, ამ შემთხვევაში ლამაზ ფორმებზე მშიერი ბავშვებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ლელომ“ დავაყენეთ უფასო კვების ინიციატივა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში - 64 მუნიციპალიტეტი არსებობს საქართველოში და 63-ში დაყენებული გვაქვს უფასო კვების ინიციატივა და ყველგან „ქართული ოცნების“ მხრიდან მივიღეთ პასუხი- არა! თურმე არ არსებობს ბიუჯეტი, მაგრამ არსებობს ბიუჯეტი ასეულობით მილიონი ლარის, იმისთვის, რომ განაახლონ ავტოპარკი და ახალი ძვირიანი მანქანები იყიდონ, ყველაფრისთვის არსებობს ბიუჯეტი, მაგრამ არ არსებობს მშიერი ბავშვებისთვის. ამ ვითარებაში „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას, გეტყვით, რა უნდა გაკეთდეს- უნდა შეწყდეს განათლების სფეროში კოსმეტიკური რეფორმები და ყურადღება მიექცეს მთავარს, განათლების ხარისხს, შიმშილის დაძლევას სასკოლო პროცესის დროს და ინფრასტრუქტურის განახლებას და სწრაფად დასრულებას. ივანიშვილი ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ მოატყუოს მოსახლეობა და გადაატანინოს ყურადღება არაარსებით პრობლემაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რაიონულ, საქალაქო, მუნიციპალურ დონეზე და აუცილებლად მივაღწევთ უფასო კვებას სკოლებში“, - განაცხადა კუპრაძემ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა