სახალხო დამცველი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა

საქართველოს სახალხო დამცველი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს სტუმრობდა, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრს წარმოადგენს. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ცენტრის ფიზიკური გარემო, გაესაუბრა ფონდის ხელმძღვანელს, გაეცნო სერვისების მიწოდების პროცესს და ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს.

„ფონდი უზრუნველყოფს ბავშვთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლში კომფორტულ განთავსებას, სრულფასოვან კვებასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. ამასთან, ფონდი მშობლებს ეხმარება მკურნალობის დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიებასა და მოწესრიგებაში. ფონდის სახსრებით იფარება ის ხარჯებიც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.

მსგავსი ინიციატივები უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერას, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერის გაძლიერება და კერძო სექტორთან თანამშრომლობის განვითარება.

საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებასა და სახელმწიფო პროგრამებისა და შესაბამისი სერვისების მონიტორინგს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში