უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიები ეროვნული ასამბლეის პირველი სხდომის ჩატარებისა და პრემიერ-მინისტრის არჩევის თარიღზე შეთანხმდნენ

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პიტერ მადიარი იმ პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში მანდატები მოიპოვეს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღზე შეთანხმდნენ.

კონსულტაციებს ესწრებოდნენ „ტისას“, „ფიდესის“, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიისა“ და „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნული კრების პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება და პრემიერ-მინისტრი იმავე დღეს აირჩევა. უნგრეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა პრეზიდენტის მოვალეობაა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ იმყოფებოდა და პარტიას მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გერგელი გუიასი წარმოადგენდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში