ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი.

ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებთან ღია დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს ერთგულ და აქტიურ მონაწილე ქვეყანად.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაცხადებულ სურვილს, 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. გამოითქვა იმედი, რომ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში