პრემიერი - აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებაზე მოვისმინეთ სპეკულაციები - ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის და ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული

აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს.

„არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით - პირველი, რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიციები, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა ჩვენთვის და მისი მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და აქ არსებობს შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს, პირიქით ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში