შსს - პოლიციამ ჯგუფურად ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი, მათ შორის რუსეთის მოქალაქე დააკავა - მათ ორი პირი გაკოჭეს და იარაღის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ 181 000 აშშ დოლარს, მაჯის საათსა და ყელსაბამს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კ.პ. დააკავეს. ხოლო დანაშაულში მონაწილე 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას - 181 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაჯის საათსა და ყელსაბამს. დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. პოლიციამ მ.მ. და კ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში