ქეთევან თურაზაშვილი - გივი მიქანაძემ, თქვენ შვილებს ჩემი გემოვნებით ეცმევათ, სამაგიეროდ, საჯარო სკოლებში კვება ისევ არ იქნება და ბავშვებს შიმშილისგან გული წაუვათო - მშობლებო, აპირებთ შეეგუოთ ამ და ბევრ სხვა უსამართლობას?!

გივი მიქანაძემ, თქვენ შვილებს ჩემი გემოვნებით ეცმევათ, სამაგიეროდ, საჯარო სკოლებში კვება ისევ არ იქნება და ბავშვებს შიმშილისგან გული ისევ წაუვათო - მშობლებო, აპირებთ შეეგუოთ ამ და ბევრ სხვა უსამართლობას?,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თურაზაშვილი აღნიშნავს, ისინი, ვინც ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევა, ყველაფერი პოლიტიკაა.

„გივი მიქანაძემ, თქვენ შვილებს ჩემი გემოვნებით ეცმევათო...

სამაგიეროდ, საჯარო სკოლებში კვება ისევ არ იქნება და ბავშვებს შიმშილისგან გული ისევ წაუვათო....

300-მდე სკოლა დაკეტილი და დანგრეულია, ბავშვები სკოლებში სხვა უბნებში და სხვა სოფლებში დადიან მეორე და მესამე ცვლაში, ვერ ასწრებენ მეცადინეობას, წრეებზე სიარულს...

,,ოცნების" ხელისუფლებაში პრიორიტეტებს არ და ვერ საზღვრავენ, გადაწყვეტილებებს იღებენ ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინების გარეშე..

მშობლებო, აპირებთ შეეგუოთ ამ და ბევრ სხვა უსამართლობას?!

ისინი, ვინც ამბობთ, რომ პოლიტიკაში არ ერევით, მინდა, გაუწყოთ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა რაც მოქალაქეებს და მათ ყოფას ეხება, ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენ და თქვენ შვილებს გეხებათ“ , - წერს თურაზაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს