ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანი აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას ჯერჯერობით არ დათანხმებულა

ირანი აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას ჯერჯერობით არ დათანხმებულა, - ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანი საკუთარი პოზიციის მიზეზად აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადასა და გადაჭარბებულ მოთხოვნებს ასახელებს.

ირანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ „მოლაპარაკებების გაგრძელების მთავარ წინაპირობას აშშ-ის მხრიდან გადაჭარბებულ მოთხოვნებზე უარის თქმა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი მოლაპარაკებებში დროს არ დაკარგავს“.

Tasnim-ის ინფორმაციით, ირანულმა მხარემ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ საკუთარი პოზიცია აშშ-ს პაკისტანის მეშვეობით გადასცა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში