Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს.

ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, ექვსი ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე დაემატა.

“გასულ წელს მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლავდნენ, თავს ესხმოდნენ, იტაცებდნენ, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ კრიტიკოსებს მათ საზღვრებს მიღმა. Freedom House-მა წლის განმავლობაში ფიზიკური, პირდაპირი ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში, 2014 წლიდან 2025 წლამდე, შემთხვევების სრული რაოდენობა 1,375-მდე გაზარდა.

დამნაშავე მთავრობათა რაოდენობა გაიზარდა. ექვსი ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე - იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს. 2025 წლის მონაცემებით, როგორც მინიმუმ 54 მთავრობას, რაც მსოფლიოში ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს, უცდია საზღვარგარეთ განსხვავებული აზრის გაჩუმება", - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება