წინასწარი შედეგებით, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს

წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიულეტენების 60%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.6% მიიღო, მეორე ადგილზეა პროევროპული კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ - ხმების 14.2%-ით, მესამეზე კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი - 13%-ით.

Reuters-ი წერს, რომ ამ შედეგმა, რომლის მიხედვითაც ერთი პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს, შესაძლოა, ამ ეტაპზე, დაასრულოს არასტაბილურობა, რომელმაც ქვეყანაში ბოლო ხუთ წელიწადში რვა არჩევნები გამოიწვია.

Reuters-ი ასევე წერს, რომ ევროსკეპტიკოსი რუმენ რადევი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. რადევმა პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც დეკემბერში, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, წინა მთავრობა გადადგა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს