შალვა პაპუაშვილი - მეუფეები არ მგონია მარტო ხელისუფლებას მიმართავენ, ყველას მიმართავენ, რომ არავინ ჩაერიოს - რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ, რომ წმინდა სინოდის გადასაწყვეტია პატრიარქის არჩევა

[მეუფეები] არ მგონია მარტო ხელისუფლებას მიმართავენ, ყველას მიმართავენ, რომ არავინ ჩაერიოს [პატრიარქის არჩევაში]. რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ, რომ წმინდა სინოდის გადასაწყვეტია პატრიარქის არჩევა და რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც ქართულ ეკლესიას გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის ხელისუფლებისადმი მიმართვა და თხოვნაზე, რომ „ნუ ჩაერევიან საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სრულად იზიარებს სულისკვეთებას იმის შესახებ, რომ პატრიარქის არჩევაში არავინ უნდა ჩაერიოს.

„თუ არ ვცდები, მეუფე გიორგის განცხადება იყო, სრულად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს. სრულად წმინდა სინოდის კომპეტენციაა პატრიარქის არჩევა, შესაბამისად, ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ არიან რიგი პარტიები, მათ შორის, თქვენი ტელევიზიიდან ვხედავთ ჩვენ მართლაც კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ, მიმართულია გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამიტომ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილების, რომ აირჩიოს პატრიარქი, შესაბამისად, ჩვენც ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ.

კიდევე ერთხელ, სრულად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს [პატრიარქის არჩევაში]. ყველა ხვდებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან დღეს, წმინდა სინოდის წევრები. 1977 წლიდან პირველი შემთხვევა, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სრულად მესმის, რომ ყველა სიფრთხილის ზომა, ყველა მსგავსი მოწოდება, რომ მეუფეებს ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა [აირჩიონ პატრიარქი].

სრულად ვიზიარებ მეუფეების პოზიციას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს. არავის უთქვამს, რომ ხედავენ [ჩარევას]. არის ის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ხელისუფლებისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება“, - წერს ეპისკოპოსი.

როგორც ის აღნიშნავს, „დანიშნულმა“ პატრიარქმა შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ