ისრაელი ადასტურებს აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციას, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რამდენიმე კვირის წინ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ისრაელის სადაზვერვო სამსახურები „მოსადი“ და „შინ ბეთი“ ავრცელებენ.

ისრაელის სადაზვერვო უწყებებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს, რომ გასული თვის დასაწყისში ირანული ქსელი აზერბაიჯანში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა და სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმის აღკვეთის შესახებ განცხადება 6 მარტს გაავრცელა. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქსელის წევრები დააკავეს და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

„თავისი გეგმების განხორციელების მიზნით, ქსელი ირანში მათი ხელმძღვანელების პირდაპირი დავალებით, სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით“, - ნათქვამია ისრაელის სადაზვერვო სამსახურების განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მოქმედ ქსელს რაჰმან მოკადამი ხელმძღვანელობდა, რომელიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მეთაური იყო. მოკადამის ლიკვიდაცია გასულ თვეში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განხორციელდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს