მარტა კოსი - საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან

საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

მარტა კოსის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატი ქვეყნების „პროგრესი ერთგვაროვანი არ არის“.

„პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ევროკავშირთან დაკავშირებული დარჩეს და ჩვენ ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კოსმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა