დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ პუფები მოიტანეს.
პოლიციამ მათ გზა ჩაუხერგა, რათა აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ "პუფების" მიტანა ვერ შეძლონ. ამის გამო ადგილზე ხმაური იყო. მშობლებმა "პუფები" გზაზე დაიწყეს და დასხდნენ.
მათი განცხადებით, იმის გამო, რომ პოლიციამ ადგილზე კარვების გაშლის უფლება არ მისცა, გადაწყვიტეს “პუფები” მოეტანათ, რადგან ადგილზე ღამის გათენებას აპირებენ.
"ყველას გვაქვს უფლება, სკვერში დავსხდეთ, ყველას გვაქვს უფლება პუფები შევიტანოთ და ისე დავსხდეთ, პოლიცია არღვევს მოქალაქეების უფლებას. მოვიდეს სახალხო დამცველი!" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.