მედია - უკრაინამ „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება, შესაძლოა, სამშაბათს განაახლოს

უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტი, შესაძლოა, სამშაბათს განაახლოს, რაც პოტენციურად გზას გაუხსნის ევროკავშირს კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის დამტკიცებისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ნავთობის ნაკადის აღსადგენად ტექნიკური პირობები არსებობს.

ეს ნაბიჯი მოჰყვა ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის გადაწყვეტილებას, უკრაინის სესხი ბლოკის 27 ელჩის შეხვედრის დღის წესრიგში შეეტანა. უკრაინული მედია წერს, რომ ევროკავშირის ელჩები სესხს ოთხშაბათს დაამტკიცებენ, თუ მილსადენი „დრუჟბა“, რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი, დროულად აღდგება.

90 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის მხარდამჭერი სესხი 2026 და 2027 ფისკალური წლებისთვის პროგნოზირებადი დაფინანსების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სავარაუდო ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორ მესამედს ფარავს.

ბუდაპეშტი, თავდაპირველად, დეკემბერში, სესხის გამოყოფას დათანხმდა, მაგრამ თებერვალში, მილსადენთან დაკავშირებული დავის გამო, გადაწყვეტილება დაბლოკა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმაა ვიქტორ ორბანმა კვირას განაცხადა, რომ წინააღმდეგობას „დრუჟბას“ მილსადენში ტრანზიტის აღდგენისთანავე შეწყვეტს.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია