გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს - 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.

ის მერს დაცვის გარეშე ქუჩებში სიარულს და ხალხთან შეხვედრას სთავაზობს.

„70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში. ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება. თან თბილისელების რეალურ პრობლემებსაც გაგაცნობ. რაც შეეხება თქვენს ამბავს, თქვენი საქმე დამთავრებულია! მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩამოშორდებით ამ ქვეყნის მართვას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის" გადაწყვეტილებაზე, რომ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შეხვდნენ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: „ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა დამართოდა ხალხს, ყველაფერი დამართეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ - პოლიტიკური მომავალი არ აქვთ".

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს