სუს-ის ანგარიში - 2025 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია

2025 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის 8 საქმეზე, სახელმწიფოს დაუბრუნდა 1 086 410 ლარის ღირებულების დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 126 362 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 28 პირი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

„საანგარიშო პერიოდში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მიმართულებით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების კუთხით. შედეგად, საანგარიშო პერიოდში დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

2025 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა. საანგარიშო პერიოდში განრიდება გამოყენებულ იქნა სისხლის სამართლის 2 საქმეზე 3 პირის მიმართ. 2023 წლის 15 ნოემბრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, საანგარიშო წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის 8 საქმეზე, სახელმწიფოს დაუბრუნდა 1 086 410 ლარის ღირებულების დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 126 362 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 28 პირი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია