GIPA-ს სტუდენტები ევროპის ახალი თაობის 30 საუკეთესო გამორჩეულ ტალანტს შორის დასახელდნენ

GIPA-ს სტუდენტები: თათა ლორთქიფანიძე, ოტელო ეხვაია და 2025 წლის კურსდამთავრებული ტასო ბეჟიტაძე იმ 30 ნიჭიერ ახალგაზრდა კრეატორს შორისაა, ვინც ევროპული სააგენტოების და პოტენციური დამსაქმებლების წინაშე ბარსელონაში მაისის დასაწყისში წარდგებიან. ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის (ADCE) პროგრამა „ახალი თაობის კრეატორების აღმოჩენა“ უნიკალურ სკაუტინგ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ევროპის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა კრეატორებს, წამყვან სააგენტოებსა და დიზაინ სტუდიებს აერთიანებს. მისი მიზანი იმ ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური ტალანტების აღმოჩენაა, ვინც მომავალში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.

„ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წელს პროგრამამ რეკორდული რაოდენობის (170 განაცხადი) მიიღო, საიდანაც 30 გამორჩეული ტალანტი შეირჩა. მონაწილეები წარმოადგენენ ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის: ესპანეთი, იტალია, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია და პოლონეთი. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ღონისძიებაზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტის სტუდენტები წარადგენენ.

2026 წლის ღონისძიება 6-7 მაისს ბარსელონაში გაიმართება. პირველი დღე დაეთმობა ახალგაზრდების ნამუშევრების პრეზენტაციებს წამყვანი ევროპული სააგენტოების წინაშე, რასაც ექსკლუზიური ნეთვორქინგ ღონისძიება მოჰყვება; მეორე დღე მოიცავს ე.წ. „სფიდ-დეითინგ“ ფორმატს, სადაც მონაწილეები უშუალოდ ინდუსტრიის ლიდერებს და პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდებიან.

პროგრამა განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს სააგენტოებსა და სტუდიებს, რომლებიც ახალ კადრებს ეძებენ. ღონისძიების ფარგლებში მათ ექნებათ შანსი პირდაპირ შეხვდნენ ახალგაზრდა კრეატორებს და შეარჩიონ მომავალი თანამშრომლები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია