მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს - სიონის ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს

დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს, რომლის დასრულების შემდეგ, მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს.

როგორც სიონის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურმა და სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ პირველი დიდი პანაშვიდი, რომელსაც ეკლესიებში იხდიან.

„საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, თომას კვირეულის სამშაბათ დღეს, ანუ დღევანდელ დღეს აღევლინება მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული დღე არის, რომელსაც ეკლესია მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად განიხილავს. ეს არის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ პირველი დიდი პანაშვიდი, რომელსაც ეკლესიებში იხდიან. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელიც წმინდა სინოდის სხვა წევრებთან, სიონის სამღვდელოებასთან და დამსწრე, მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად, მიცვალებულთა სულის საოხად პანაშვიდს აღავლენს. უპირველეს ყოვლისა, ამ პანაშვიდისას მოხსენიებული იქნება აწ უკვე განსვენებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და არა მარტო ის, ყოველი მართლმადიდებლობით აღვსილი. ღმერთმა ყველა მიცვალებულთა სულს მისცეს საუკუნო ხსენება და ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ“, - განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა