„ბიბლუსის“ ექსკლუზიური შეთავაზებები თბილისის წიგნის ბაზრობაზე - რა დაგხვდებათ 23-26 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“

23-26 აპრილს, „ექსპო ჯორჯია“ ტრადიციულად უმასპინძლებს თბილისის წიგნის ბაზრობას, რომელიც ყოველ წელს, ტრადიციულად აპრილის თვეში იმართება. წელს, „ბიბლუსი“ წარმოგიდგენთ საინტერესო სიახლეებს და განსაკუთრებულ შეთავაზებებს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ. ეს არის ძალიან კარგი შანსი, გაეცნოთ ლიტერატურულ სიახლეებს და განაახლოთ თქვენი სახლის ბიბლიოთეკა ახალი და ექსკლუზიური გამოცემებით, საუკეთესო ფასად.

„ბიბლუსის“ სტენდთან დიდი არჩევანი დაგხვდებათ - წარმოდგენილი იქნება 1100-მდე დასახელების, სპეციალურად შერჩეული წიგნი. აქ აღმოაჩენთ არაერთ ექსკლუზიურ პროდუქტს, რომლებიც მხოლოდ „ბიბლუსშია“ ხელმისაწვდომი და სხვაგან ვერ ნახავთ.

საბავშვო ლიტერატურიდან დაწყებული, მსოფლიო კლასიკითა და თანამედროვე ბესტსელერებით დამთავრებული - „ბიბლუსის“ სტენდთან ყველა გემოვნების მკითხველი იპოვის თავის საგანძურს.

მაგალითად, „ბიბლუსის“ სტენდზე წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსანი“ ოთხ განსხვავებულ გამოცემაში, სპეციალურ ფასად. ასევე, მხატვრული ლიტერატურა როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე. მაღალი ხარისხის ალბომები ხელოვნებასა და არქიტექტურაზე; სამოტივაციო და საბავშვო წიგნები ქართულად და ინგლისურად; მანგა ინგლისურ ენაზე; სამეცნიერო თუ საკოლექციო გამოცემები; გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“-ს ექსკლუზიური წიგნები, დიდი ფასდაკლებით.

მათ, ვინც ეძებს უცხოენოვან გამოცემებს, ეძლევათ შანსი, შეიძინონ განსაკუთრებული გამოცემები და ისარგებლონ ფასდაკლებებით.

„ბიბლუსის“ ციფრული კატალოგი იხილეთ ბმულზე.

გაითვალისწინეთ, რომ კატალოგში წარმოდგენილია ასორტიმენტის მხოლოდ მცირე ნაწილი, რეალურად კი ადგილზე ბევრად მეტი სიურპრიზი დაგხვდებათ.

რატომ უნდა ეწვიოთ „ბიბლუსს“ წიგნის ბაზრობაზე?

  • მასშტაბური ფასდაკლებები: ფესტივალი საუკეთესო დროა სასურველი წიგნების ყველაზე ხელსაყრელ ფასად შესაძენად;
  • მრავალფეროვნება: საბავშვო ლიტერატურიდან დაწყებული, მსოფლიო კლასიკითა და თანამედროვე ბესტსელერებით დასრულებული - აქ ყველა გემოვნების მკითხველი იპოვის თავის საგანძურს. წარმოდგენილი პროდუქცია „ბიბლუსის“ ექსკლუზივია;
  • საჩუქრები და აქტივობები: „ბიბლუსის“ სტენდთან ყოველთვის განსაკუთრებული განწყობაა, რაც კიდევ უფრო მეტ ხალისს სძენს წიგნის შერჩევის პროცესს.

ნუ გადადებთ - მონიშნეთ კალენდარში 23-26 აპრილი, ეწვიეთ „ექსპო ჯორჯიას“ და ჩაიძირეთ წიგნების სამყაროში. გახსოვდეთ, საუკეთესო თავგადასავლები სწორედ „ბიბლუსის“ სტენდთან იწყება!

ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ იყიდი წიგნს!

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა