მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტების შესაძენად, ჯამში, 100 მილიონ ლარამდეა საჭირო

თუკი ჩვენ ვიანგარიშებთ, საშუალოდ, რა რაოდენობის დანახარჯზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს დაახლოებით, 100 მილიონ ლარს უტოლდება, თუკი ყველასთვის იქნება შესაბამისი მედიკამენტი შეძენილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტების ღირებულებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა ბავშვს ერთი კონკრეტული წამალი არ ერგება და სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვა მედიკამენტი ესაჭიროება.

„ისე არაა, რომ ერთი წამალი ყველას ერგებოდეს. მაგალითად, ერთ-ერთი დასახელება, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, შეიძლება გამოყენებული იყოს გარკვეული ჯგუფის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, ჩვენი პოპულაციის გათვალისწინებით, პაციენტების საშუალო რაოდენობა უნდა იყოს დაახლოებით, 100. ყველასთვის ერთი და იგივე წამალი რელევანტური არაა. ასევე, არაერთგვაროვანი ფასებია. არის მაგალითად, წამალი, რომელსაც ერთჯერადი ფუნქცია აქვს, ერთხელ უნდა გაკეთდეს. არის წამალი, რომელსა უსაფრთხოების პრობლემები აქვს და მისი ღირებულება არის 3 მილიონ 200 ათასი დოლარი. არის წამლები, რომლების გამოყენებაც ყოველწლიურად საჭიროა და დაახლოებით, 700 ათასი დოლარი არის გადასახდელი ყოველწლიურად. ეს ფასები არის საწყისი. შეიძლება მცირე კლება ჰქონდეს, მაგრამ ასეთ რიცხვებზეა საუბარი. თუკი, ჩვენ ვიანგარიშებთ, საშუალოდ, რა რაოდენობის დანახარჯზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს დაახლოებით, 100 მილიონ ლარს უტოლდება, თუკი ყველასთვის იქნება შესაბამისი მედიკამენტი შეძენილი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში