ნანა სანდერის ადვოკატი - ვიდეოში ნანა სანდერი საუბრობს მშვიდობიან აქციაზე და იმაზე, რომ მსხვერპლი არ უნდა იყოს - ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომ ძალადობის ორგანიზება კი არ სურდა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო

ნანა სანდერი [ვიდეოში] საუბრობს მშვიდობიან აქციაზე, იმაზე, რომ არანაირი მსხვერპლი, არანაირი ძალადობა არ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი, დაცვის მხარის მტკიცებულება იმისა, რომ მას ძალადობის ორგანიზება კი არა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის იმ ვიდეომტკიცებულებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლოში გამოიკვლიეს. აღნიშნულ ვიდეოში, რომელიც სანდერს სექტემბრის თვეში აქვს ჩაწერილი, ის ამბობს, რომ „4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორია“.

„აქციის ორგანიზატორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მშვიდობიან აქციას აორგანიზებს და იყოს ერთ-ერთი მონაწილე, მაგრამ ნანა სანდერს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. არც ერთ ვიდეოჩანაწერში, არ არის ერთი წინადადებაც კი, სადაც ნანა სანდერი მიუთითებს, რომ აქციის რომელიმე მონაწილემ უნდა განახორციელოს პოლიციის მიმართ ძალადობა და ა.შ. ის საუბრობს მშვიდობიან აქციაზე, იმაზე, რომ არანაირი მსხვერპლი, არანაირი ძალადობა არ იყოს, ეს არის ჩვენი, დაცვის მხარის მტკიცებულება იმისა, რომ მას ძალადობის ორგანიზება კი არა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო.

როდესაც ადამიანი თავს გესხმის, შენ უფლება გაქვს, თავი დაიცვა, ეს კანონით მონიჭებული უფლებაა... არც ერთი დანაშაულებრივი ნივთი, რომლითაც შეიძლებოდა პოლიციის თანამშრომელი დაეზიანებინათ, საქმეში ამოღებული არ არის. არც ერთი ვიდეომტკიცებულება ნანა სანდერის ბრალეულობას არ ადასტურებს და არც ერთად აღებული ადასტურებს, რომ სანდერმა რამე ძალადრობრივი ქმედება დააორგანიზა“, - განაცხადა ბოგვერაძემ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ პირებს - ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია