საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ფურელიანი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი სალომე ტყეშელაშვილი.

„მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები. ისაუბრეს სამომავლო საერთო კონსტრუქციული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე, რაც მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას და პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა. მათ შორის სასესიო დარბაზები და უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს