„ოპოზიციის ალიანსი" - დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა

დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.

„საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.

ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.

„ოპოზიციის ალიანსი" გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.

ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე. 26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე!"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია
„მაკდონალდს საქართველოს“ შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა - გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მურო თაკალანძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენს
„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს
„მეტროპოლის“ საერთაშორისო აღიარება - კომპანია Quality Achievements Award 2026 -ის მფლობელი გახდა