დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანის თხოვნით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ახანგრძლივებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის და ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თხოვნით, მოგვმართეს თხოვნით, შევაჩეროთ ირანზე თავდასხმა მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

მისი თქმით, ამერიკელ სამხედროებს დაავალა, გააგრძელონ ბლოკადა და დარჩნენ მზადყოფნაში ყველა სხვა ასპექტში.

„ამიტომ, მივეცი მითითება ჩვენს სამხედროებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში დარჩნენ მზადყოფნაში და შესაბამისად, გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ წინადადებას წარადგენენ და დისკუსიები დასრულდება, ასე თუ ისე“, - წერს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია