ალეკო ელისაშვილი - მივმართავ თხოვნით პროკურატურას: მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება - მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“

მივმართავ თხოვნით პროკურატურას: მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება - მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ჩემი მორიგი სასამართლოა და აქვე მივმართავ თხოვნით პროკურატურას - მოგეხსენებათ მალე მოვა ზაფხული და დაცხება. სიცხეში იზრდება ტყეებში ხანძრების რისკი. მერე რომ არც თქვენ იწვალოთ და არც მე, თაკარა მზეში დაკითხვებზე და სასამართლოზე რომ არ მატაროთ, მოდით საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ. სადაც ორი, იქაც ბარემ სამი. თქვენი რა მიდის. ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში!” - წერს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს. 2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურის მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია