ანდრეი სიბიგა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხოლოდ დამტკიცება საკმარისი არ არის, ის უნდა გაფართოვდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხოლოდ დამტკიცება აღარ არის საკმარისი - მას მნიშვნელოვნად გაფართოება სჭირდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სიბიგას თქმით, აღნიშნული პაკეტი ორი თვის წინ, 24 თებერვალს უნდა დამტკიცებულიყო, რაც როგორც ცნობილია, არ მოხდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც სანაცვლოდ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენა მოითხოვეს.

„მიგვაჩნია, რომ სანქციების დაწესება საკმარისი არ არის. ის ასევე უნდა გაფართოვდეს. 24 თებერვლიდან საკმარისი დრო გავიდა. გაფართოვდა ჩვენი გაგება და რუსების, მათი ინდუსტრიის, მათი „ჩრდილოვანი ფლოტის“ და საზღვაო სერვისების შეზღუდვის საჭიროება“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტს გაფართოებული სახით მიიღებს და რომ მან ამის შესახებ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსადმი მიმართვისას ისაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს