კახა კალაძე „ოპოზიციის ალიანსის“ მისამართით სააკაშვილის განცხადებაზე - საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ ამ ადამიანებმა, პრეტენზია რომ აქვთ?!

რამდენიმე კვირის წინ ყველას გვახსოვს რამხელა ზარზეიმით გვაცნობეს ერთობა - საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ ამ ადამიანებმა, პრეტენზია რომ აქვთ ?! - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის „ოპოზიციის ალიანსს” მიმართავს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ოპოზიციის ალიანსის“ წევრებს ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა არ აქვთ, „აცდენილები არიან“.

„შიდა საქმეებში არ ვაპირებ ჩარევას, თუმცა რაც ზედაპირზე ჩანს, რამდენიმე კვირის წინ ყველას გვახსოვს რამხელა ზარ-ზეიმით გვაცნობეს ერთობა. მათ ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა არ აქვთ, აცდენილები არიან, ქვეყნის მტრები არიან. ეს იყო გარედან მიცემული მითითებები. როგორ უპირისპირდებიან, ლანძღავენ ერთმანეთს. საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ ამ ადამიანებმა, პრეტენზია რომ აქვთ ზოგადად?! ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან”,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებას გამოეხმაურა.

„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის.

ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.

მანამდე, „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 9 პარტიიდან 8 პარტია: „ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია", “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის საჯარო განცხადებას გამოეხმაურა. მათი განცხადების თანახმად, „პერსონალური თავდასხმები”, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია