თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც, საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ბრალდების მხარე წარმოადგენს ყველა მტკიცებულებას, რაც ალეკო ელისაშვილის მიერ ბრალად ჩადენილ ქმედებას დაადასტურებს. ასევე გამოიკვლევენ ექსპერტიზის დასკვნებს, საქმეში არსებულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, რომელთა შეფასების შემდეგ მოითხოვენ ელისაშვილის დამნაშავედ ცნობას.

„მისი მოტივაცია იყო სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. სასამართლო ნებისმიერ სახელმწიფოში არის სამართლიანობის გარანტი, ასეთი ქმედებები ემსახურება ნებისმიერი პირის დაშინებას". განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, პროკურორის თქმით, ელისაშვილს ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტს. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს შენობაში შესვლისას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.

მან ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია შუშა და აალებადი საშუალებით სცადა ხანძრის გაჩენა. პროკურორის თქმით, ამით ალეკო ელისაშვილმა შექმნა შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლის საფრთხე. ამასთან, პროკურორის თქმით, ელისაშვილი თავს დაესხა მანდატურის სამსახურს, ხოლო მის განიარაღებას ცდილობდა სამი მანდატური.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება, 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა