ნიკა ჩერქეზიშვილი - ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს, 3 თვეში საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ჯარიმებიდან ხაზინაში 79 697 775 ლარი შევიდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 38 702 890 ლარი იყო - ეს სტატისტიკა აღიარებაა, რომ სისტემა მოქალაქის ხარჯზე მუშაობს

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს მხოლოდ 3 თვეში საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 79 697 775 ლარი შევიდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 38 702 890 ლარი იყო. ეს სტატისტიკა პირდაპირი აღიარებაა, რომ სისტემა მოქალაქეზე კი არ მუშაობს, მოქალაქის ხარჯზე მუშაობს,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოქალაქე გადაიქცა ბიუჯეტის შესავსებ რესურსად.

„თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 181%-ით გაიზარდა. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში 5 440 758 ლარია მოქალაქეებისგან ამოღებული. მაგალითად, იგივე თანხა წინა წელს 1 932 071 ლარი იყო.

ეს მხოლოდ პარკინგი და ზოგადადაც კოლოსალურად არის გაზრდილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით წელს მხოლოდ 3 თვეში საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 79 697 775 ლარი შევიდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 38 702 890 ლარი იყო. ეს სტატისტიკა პირდაპირი აღიარებაა, რომ სისტემა მოქალაქეზე კი არ მუშაობს, მოქალაქის ხარჯზე მუშაობს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების საზრუნავი წესრიგის დამყარება არ არის. ისინი გადასული არიან ბიუჯეტის შევსების აგრესიულ პოლიტიკაზე და ამას აკეთებენ ხალხის კისერზე. როდესაც 10-ლარიანი ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება და პარალელურად არც პარკინგი მატულობს, არც ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, მოქალაქეს არჩევანი აღარ რჩება, ის ან დაარღვევს და გადაიხდის, ან საერთოდ ვერ იმოძრავებს. ასეთ პირობებში ჯარიმა აღარ არის პრევენცია. ეს არის იძულებითი გადასახადი, რომელიც ყველაზე მეტად ურტყამს ჩვეულებრივ ადამიანებს. და აქ ყველაზე მძიმეა მთავარი: მოქალაქე სახელმწიფოსთვის აღარ არის ადამიანი, რომლისთვისაც სისტემა უნდა არსებობდეს. მოქალაქე გადაიქცა ბიუჯეტის შესავსებ რესურსად - ფინანსურ ნაკადად, რომელსაც რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა „გამოწურონ“ თუ „გამოწველონ“ . მესმის, რომ უხეშად და უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს არის დამოკიდებულება, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს პარტნიორად კი არ აღიქვამს, არამედ ბიუჯეტის შესავსებ მასალად“,- წერს ჩერქეზიშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია