მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, შუა დერეფანს აქვს გაფართოების პოტენციალი და ამ მარშრუტის გასავითარებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება.

აღინიშნა, რომ ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას წლებია აკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას.

მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუტების ეფექტიანობას და მისი ლიდერობით ხელს შეუწყობს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა