საქართველოს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე.

„შეხვედრაზე მხარეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს შენობა, მათ შორის სასესიო დარბაზები და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერებინა.

შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო 2020 წელს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივითა და უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით დაარსდა. 2020 წლიდან-დღემდე მმართველი კომიტეტი ორჯერ შეიკრიბა, ხოლო საკოორდინაციო საბჭომ 12 შეხვედრა გამართა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია