„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

23 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში, ასლანიშვილისა და აბაკელიას ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 აპრილს საღამოს 10:00 საათიდან, 24 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ლილოს დასახლების I და II მიკრორაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის N 1- 8 კორპუსებს, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, სოფელ დიდი ლილოს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, იუმაშევის ქუჩებს, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოს დასახლებებს, სოფელ გამარჯვებას, სოფელ წინუბანს და ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას, ვარკეთილის მეურნეობას, „ჰუალინგს“ და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევისა და თეთრიხევის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა