საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იტალიის ელჩი ეწვია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა ხელს უწყობს კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და სამართლებრივი დიალოგის გაღრმავებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც მიზნად ისახავს ორ სასამართლოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა