"ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა" და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა" და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას სამართლის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, რომელსაც "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" წარმომადგენლები, სტუდენტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია, თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლის სილუეტები ქართულ კონსტიტუციონალიზმში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს