Politico - თეთრმა სახლმა ნატო-ს  “კარგი და ურჩი” ქვეყნების სია შეიმუშავა

თეთრმა სახლმა ნატო-ს “კარგი და ურჩი” ქვეყნების სია შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico სამ ევროპელ დიპლომატსა და ერთ ამერიკელ თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნატო-ს “კარგი და ურჩი” მოკავშირეების სიის შემუშავება იმის ფონზე მოხდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს ქვეყნების დასჯის გზებს ეძებს, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ომში არ დაუჭირეს მხარი.

ეს სია, რომელიც აპრილის ბოლოს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტამდე შემუშავდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრი ქვეყნების წვლილის მიმოხილვას მოიცავს და ამის საფუძველზე მათ დონეების მიხედვით ყოფს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა მსგავსი ინიციატივა გასული წლის დეკემბერში გააჟღერა.

“სამაგალითო მოკავშირეები, რომლებიც [თავდაცვაზე ხარჯებს] ზრდიან, როგორებიცაა ისრაელი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, მზარდად გერმანია, ბალტიის ქვეყნები და სხვები, ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას მიიღებენ. მოკავშირეები, რომლებიც კოლექტიური თავდაცვისთვის თავის ნაწილს არ შეასრულებენ, შედეგების წინაშე დადგებიან”, - განაცხადა ჰეგსეტმა 2025 წლის დეკმბერში.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, “კარგი და ურჩი” ქვეყნების სია, სავარაუდოდ, ამ კონცეფციას ასახავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვარიანტების შემუშავების ფონზე ტრამპის ადმინისტრაცია დეტალებს არ აჟღერებს, და ამ მომენტისთვის უცნობია რაში გამოიხატება კეთილგანწყობა ან შედეგები.

“როგორც ჩანს, მათ კონკრეტული იდეები არ აქვთ… როდესაც საუბარი ცუდი მოკავშირეების დასჯას ეხება. ჯარების გადაადგილება ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ეს ძირითადად აშშ-ს სჯის, არა?” - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა