თინა ბოკუჩავა - ვერასდროს ვიქნებით ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს - როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ, თუ აქამდე მივიდა საქმე

ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით.

„ჩვენი ამოცანა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია; იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა. ე.წ. არჩევნებში, მაგალითად, 20%-ზე მეტის მიმხრობა ვერ მოახერხეს, მათ შორის კახა კალაძისთვის, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მწყობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენისთვის შევედით „ოპოზიციის ალიანსში“. ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში, რომლის განცხადებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ასევე, კითხვაზე, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ იყო, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „არ იყო და ვერც იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია