ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიახლეები უახლოეს მომავალში იქნება, რომელსაც საზოგადოებას გაუზიარებენ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“.

„უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით. ზოგადად გავიმეორებ, რაც შეეხება ანაკლიას, უახლოეს მომავალში გვექნება სიახლეები, რომელსაც გავუზიარებთ სრულიად საზოგადოებას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამასთან, პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვირივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე. მისი თქმით, ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც.

„ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა