მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე - „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“.

„ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა